понедельник, 17 июня 2019 г.

  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში                                                                                           
                  
                  საკვლევი თემა
მოსწავლეთა ქცევის ფორმირებასთან        დაკავშირებული პრობლემები   დაწყებით საფეხურზე და მათი გადაჭრის გზები .

                                            
 ქალაქ ცაგერის საჯაროს სკოლის პედაგოგები:
 დამრიგებელი-მზიური გურგუჩიანი
ინგლისური ენის პედაგოგი- მანანა მანაგაძე


                                  
                             ს ა რ ჩ ე ვ ი


შესავალი

თავი I

საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები

1.1.         მოკლე ინფორმაცია მე-2 კლასის შესახებ.  
1.2.         პრობლემა და საკვლევი საკითხი.
1.3.         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
1.4.         კვლევის მიზანი.
1.5.         კვლევის ამოცანები.

თავი II

პრაქტიკული კვლევის არსი

თავი III

ლიტერატურის მიმოხილვა

თავი IV

კვლევის დიზაინი

4.1. კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.2. კვლევის მეთოდები
4.3. კვლევის ვადები
                                                
თავი V

კვლევის შედეგები

5.1.  მონაცემთა ანალიზი
5.2.  კვლევის მიგნებები
5.3.  შესაძლო ინტერვენციები
5.4.  განხორციელებული ცვლილებები

თავი VI

რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება

6.1.  რეკომენდაციები
6.2.  ინტერვენციის შეფასება

თავი VII

დასკვნა

გამოყენებული ლიტერატურა

დანართები






                          
                            შესავალი

 
 აღსანიშნავია, რომ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ქცევის ფორმირებაზე ზრუნვა განსაკუთრებულ დროსა და ენერგიას საჭიროებს.განვითარების ეს ეტაპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქცევის ფორმირების პროცესში, რადგან ბავშვი წარმოადგენს ე.წ. ,,სუფთა დაფასრომელმაც უამრავი რამ უნდა დაიტიოს.აქედან გამომდინარე, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო გამტკიცება მოჰყვება.
 წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.
     ნაშრომში განხილულია დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა ქცევის ფორმირებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები და მათ გადასჭრელად  დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები.

       ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან.
I თავი
·         ინფორმაცია  სსიპ ქალაქ  ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მე-2 კლასის  შესახებ.
·          პრობლემა  და  საკვლევი საკითხი.
·         პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.
·         კვლევის მიზანი .
·         კვლევის ამოცანები.
 II თავი 
·         პრაქტიკული კვლევის არსი
III თავი 
·         ლიტერატურის მიმოხილვა 
IV თავი 
·         კვლევის დიზაინი
  V თავი  
·         კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგების ანალიზი.
·         ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება
 VIთავი  
·         რეკომენდაციები.
VII თავი
 დასკვნა.

.

თავი I.

საკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები

1.1.  მოკლე ინფორმაცია .

   სსიპ ქალაქ  ცაგერის  საჯარო სკოლის მეორე კლასში სწავლობს 14 მოსწავლე,   გოგონა – 7, ვაჟი – 7, აქედან ერთი შშმ და ერთი სსსმ. აღნიშნულ კლასს ვასწავლი პირველი კლასიდან .მოსწავლეებთან ვმუშაობ თანამედროვე მიდგომებით .
   კლასში შემსვლელი პედაგოგები პერიოდულად ვიკრიბებით და ვუზიარებთ ერთმანეთს მოსწავლეების შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას და გამოცდილებას, რაც საშუალებას გვაძლევს ხარისხიანად წარიმართოს სწავლა- სწავლებისა და ქცევის ფორმირების პროცესი.გამუდმებით ვზრუნავთ  პროფესიონალურ განვითარებაზე, გავდივართ ტრენინეგებს, ვკითხულობთ შესაბამის ლიტერატურას , სხვადასხვა ნაშრომებს .  მიღებულ ცონდას და გამოცდილებას ვნერგავთ  სწავლის  პროცესში .ვიყენებთ ინოვეციებს და თანამედროვე  ტექნოლოგიებს საგაკვეთილო პროცესში.


1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი

     ვთვლი ,რომ დაწყებითი საფეხური მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის, როგორც პიროვნების  ჩამოყალიბებაში.

   ჰუმანისტური თეორიის ფუძემდებლების აზრით,ყველა ადამიანში არის სრულყოფილებისაკენ სწრაფვის ტენდენცია და მას ხელშეწყობა უნდა.სწორედ ეს არის ჩვენს მიერ წარმოებული კვლევის მიზანი.

   მეორე კლასის პირველი სემესტრის ბოლოს კლასში შემსვლელი პედაგოგების შეხვედრისას გამოიკვეთა კლასში არსებული პრობლემური საკითხი მოსწავლეთა ქცევის  დარღვევები: კერძოდ, მოსწავლეებს უჭირთ საკუთარ შეცდომებსა და მიუღებელ ქცევებზე პასუხისმგებლობა და აღიარება.(დაგვიანება, სასწავლო ნივთების დარჩენა,  დავალების ჩანიშვნა,- შეუსრულებლობა,თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობისას არასასურველი ქცევების მიზეზების ახსნა).

       აღნიშნული კველევა სარგებლობას მომიტანს   მე, როგორც პედაგოგს იმ კუთხით ,რომ  ჩემი პროფესიული საქმიანობა  გახდება კიდევ უფრო ხარისხიანი,მეტად შევძლებ  ბავშვის ბუნების უშუალო წვდომას და თანაგრძნობას, რაც  გაზრდის ნდობის ატმოსფეროს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. ეს კი აუცილებელია , რათა ,, ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია იყოს იმისთვის, რაც ბავშვს მიეწოდება“. ვფიქრობ, კოლეგებიც  დანერგავენ თავიანთ პრაქტიკაში მზგავსი ტიპის კვლევებს .


1.3. პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:

    დავიწყეთ მუშაობა პრობლების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებზე,  გავაცნობიერეთ  მოსწავლეთა  ქცევის როლი და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესსა  და  ასთან  დაკავშირებული  ძირითადი  სირთულეების გადალახვაში.  ვთვლით, რომ გამომწვევი მიზეზების სწორად დადგენა მნიშვნელოვია და დაეხმარება მოსწავლეებგახდნენ მოტივირებულები, რადგან მოტივი ქცევის ფსიქოლოგიური საფუძველია. ეს მოტივი კი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლისათვის.

ქცევის დარღვევები მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ჩვენი აზრით,  ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

·         მასწავლებლის  არაადეკვატური მიდგომები.
·         გამოყენებული მეთოდები.
·         მასწავლებლის მიერ გამოყენებული წახალისებისა და დასჯის ფორმები.
·         მშობლების მიერ გამოყენებული აღზრდის მეთოდები და მათი თანხვედრა ბავშვის ფსიქოლოგიასთან.
·         მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის  დაბალი ხარისხი.
·         მშობელთა ჩართულობა ( ძლიერად ან სუსტად).
·         მოსწავლის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა.
·         მოსწავლის სურვილების ფრუსტრაცია.
·         მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევების გაუცნობიერებლობა.( რა არის კარგი, რა არის ცუდი)









1.4. კვლევის მიზანი:

ბავშვის პიროვნული განვითარება, პოზიტიური თვითშეფასების ზრდა არასასურველი ქცევების შესუსტება და პროსოციალური ქცევების ფორმირება.

·         დაწყებით კლასებში ქცევის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა , დადგენა, გამოკვლევა.
·         პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.
·         შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა ,განხორციელება.
·         მიღწეული შედეგების შეფასება .
1.5. კვლევის ამოცანები:

·           დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე.
·          ფოკუს–ჯგუფის შექმნა.
·         დისკუსიები და  პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
·           მოსწავლეთა,  მშობელთა  გამოკითხვა.
·         პედაგოგთა გამოკითხვა .
·           მონაცემების კოდირება და ანალიზი.
·           შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.



საკვლევი კითხვების ფორმულირება .
კვლევის მთავარი კითხვა.-როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა არასასურველი ქცევების შესუსტებას, პროსოციალური ქცევის  ფორმირებას და მოსწავლის პიროვნულ განვითარებას დაწყებით საფეხურზე?
ქვეკითხვები .
კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩამოვაყალიბე შემდეგი  ქვეკითხვები :

·         რა მიდგომებს იყენებს მასწავლებელი მოსწავლის არასასურველი ქცევის დროს?

·         რამდენად შეესაბამება მასწავლებლის მიერ გამოყენებული მეთოდები მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს?

·         ადეკვატურია თუ არა წახალისებისა და დასჯის ფორმები?

·         იცნობს თუ არა მშობელი ბავშვის ფსიქოლოგიას?

·         როგორია მშობლის და მასწავლებლის თანამშრომლობის ხარისხი?

·         რამდენად არის დაკმაყოფილებული მოსწავლის პირველადი მოთხოვნილებები?

·         ხომ არ ხდება მოსწავლის სურვილების ფრუსტრაცია?

·         რამდენად აქვს გაცნობიერებული მოსწავლეს მის მიმართ არსებული მოლოდინები?


თავი  II

პრაქტიკული კვლევის არსი


    საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე წამოვაყენეთ  საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა დაწყებით კლასებში   ქცევის წესების დარღვევით გამოწვეულ პრობლემებს და მათი  გადაჭრის,  გაუმჯობესები გზებს .

    პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას, მკვლევრებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში ჩართული პიროვნებები ერთგუნდად ერთიანდებიან, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, იღებენ გადაწყვეტილებებს და სასურველ შედეგსაც აღწევენ.

   მეორე კლასის პედაგოგებმა გავაცნობიერეთ თანამშრომლობისა და კოლექტიური მიდგომის როლი, გავერთიანდით ერთ გუნდად, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებებეი, მივიღეთ გადაწყვეტილებები და სასურველი შედეგის მისაღწევად კვლევის პროცესში ჩავრთეთ ის პიროვნებები, ვისაც უშუალოდ ადგება ზარალი ( მოსწავლეები, მასწავლებლები და მსობლები). კვლევაში მონაწილე წევრების შეხვედრა იმართებოდა საჭიროების მიხედვით.
   
 კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:

  1. სსიპ ქ. ცაგერის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები.
  2.სსიპ ქ. ცაგერის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების მშობლები .
  3.სსიპ ქ. ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის  ქართული- მათემატიკისა და ინგლისური ენის  პედაგოგები.


თავი III.

ლიტერატურის მიმოხილვა.

      ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი ამოცანაა შექმნას ეროვნული მიზნების მისაღწევი საგანმანათლებლო გარემო. ამ მიზნიდან გამომდინარე, იგი ირჩევს პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო კონცეფციას. ამ კონცეფციის აღმავლობას თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხელი შეუწყო ინტენსიურმა კვლევებმა.

    ისეთი მოქალაქის აღზრდას,  რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს უპასუხებს  საფუძველი დაწყებით კლასებში ეყრება და მისი აუცილებელი წინაპირობაა პოზიტიური ქცევის ფორმირება.  ალბერტ  ბანდურას სოციალურ- კოგნიტური თეორიის თანახმად  პიროვნებას აყალიბებს ადამიანის ქცევა, მისი ინდივიდუალური მახასიათებლებები  და გარემოს ზეგავლენა.

    მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პიროვნება და ქცევა დამოკიდებულია გარე სამყაროს მოვლენებზე, ისინი უპირობოდ არ არიან ამ მოვლენებით განპირობებულნი. ჩვენ ს ქმედებას განაპირობებს არა თავისთავად გარე სამყარო, არამედ გარე სამყაროს მოვლენების  ჩვენეული აღქმა. სწორედ ესაა ქცევაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ქცევა არის არა მარტო ფუნქცია, არამედ დამოუკიდებელი ცვლადიც, რომელიც გავლენას ახდენს გარემოზეც და პიროვნებაზეც.
 
 თავი IV.

კვლევის დიზაინი

 კვლევის სამიზნე ჯგუფი:

1.      დაწყებითი კლასების მოსწავლეები   კერძოდ მე-2  კლასის მოსწავლეები.
2.      დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები. კერძოდ მე-2 კლასის მშობლები.
3.      სსიპ ქ. ცაგერის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მეორე კლასის პედაგოგები.



1. კვლევს მეთოდები.

        მონაცემთა შეგროვება განვახორციელე  შემდეგი მეთოდების გამოყენებით.

1.რაოდენობრივი მეთოდი  --- ,,გამოკითხვა‘’-- კერძოდ წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება .
ანკეტირება ---მივმართე ანკეტირებას რათა გამეგო პასუხები კვლევისთის მნიშვნელოვან კითხვებზე.  კითხვარები მოვამზადე:
- დაწყებითი  მე- 2 კლასის მოსწავლეებისათვის. ( იხ. დანართი 2 )
-მათი მშობლებისათვის ( იხ. დანართი 3 )
- მე-2 კლასის პედაგოგებისათვის.( იხ. დანართი 1)

  კითხვები იყო დახურული და ღია . ანკეტირება მოხდა  ანონიმურად, რადგან ამ დროს რესპოდენტი არ იზღუდება და გულწრფელია პასუხების გაცემის დროს.შესაბამისად მის მიერ გაცემული პასუხები სანდოა და ზუსტია .

2.კვლევის  მეთოდი ,,დაკვირვება ‘’--კერძოდ ჩართული დაკვირვება

პირველ  ეტაპზე გამოვიყენე აღწერთი დაკვირვება ,რითაც დავადგინე  რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირება .
მეორე  ეტაპზე გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება და მკაფიოდ გამოვყავი კვლევის  კონკრეტული ელემენტები.
მესამე  ეტაპზე გამოვიყენე შერჩევითი დაკვირვება რითაც კიდევ უფრო ზუსტად დავაკვირდი წინა ეტაპზე გამოყოფილ საკვლევ ელემენტებს.


3. ფოკუსირებული დაკვირვება --გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესის დროს დიფერენცირებულ ჯგუფებზე.

4. მეორადი მონაცემების ანალიზი--ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისთვის გამოვიყენე.

კვლევის ვადა  6 თვე ( იანვარი, თებერვალი ,მარტი ,აპრილი,მაისი,ივნისი)

  თავი V.


კვლევის შედეგები

5.1.მონაცემთა ანალიზი
1 .პედაგოგთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა :
·         მიაჩნდათ თუ არა ჩემი კვლევის თემა კერძოდ’’ მოსწავლეთა ქცევის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემები დაწყებით საფეხურზე და მათი გადაჭრის გზები ,,    აქტულაურ თემად .აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა 100 % აღნიშნულ თემა ს მიიჩნევდა  აქტუალურად .
·         მიაჩნდათ თუ არა რომ დაწყებით საფეხურზე  ქცევა არის  განმსაზღვრელი სწავლა- სწავლების ხარისხისათვის, რასაც ყველა პედაგოგმა  100 პროცენტით  აღიარა.

     იქედან გამომდინარე,  რომ ინტერვიუში ყველაზე კარგად ჩანს  პიროვნების დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი  გადავწყვიტეთ ინტევიუ  ჩაგვეტარებინა  კლასში შემსვლელ პედაგოგებთან , რომლის მიზანიც იყო გაგვეგო, რას მიიჩნვდნენ დაწყებით საფეხურზე  მოსწავლეთა ქცევასთან დაკავშირებული პრობლების გამომწვევ მიზეზებად  . ამით შევძელი შემეგრობინა შემდეგი ინფორმაცია, კერძოდ გამოიკეთა შემდეგი მიზეზები :

          მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევების გაუცნობიერებლობა.( რა არის კარგი, რა არის      ცუდი)
          მშობლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობის  ხარისხი.
          მოსწავლის  საბაზო და დანაკლისის  მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა.

2. მოსწავლეთა გამოკითხვით  გავარკვიე შემდეგი ფაქტორები:
·         რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს ,, კარგი“ და ,, ცუდი“ ქცევის  ერთმანეთისაგან გამიჯვნა. აღმოჩნდა, რომ  მოსწავლეთა მხოლოდ 12 % - მა იცის  ზუსტად  რა ითვლება ,, კარგ“ ქცევად და რა- ,, ცუდად“.
·         როგორია მშობლების ჩართულობის ხარისხი მოსწავლეთა სასკოლო მზაობაში. გაირკვა, რომ მშობლების    15 %-  ზომიერად ერევა,  35 % ჩარევის ხარისხი დაბალია, ხოლო  50 % - ზედმეტად ერევა .
·         რამდენად ახერხებს მოსწავლე გამოხატოს და დაიკმაყოფილოს საბაზო და დანაკლისის მოთხოვნილებები. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა 50 % ახერხებს , 30 % ნაწილობრივ, ხოლო 20%  ვერ ახერხებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

3. მშობელთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა:
·         რამდენად თანხვედრაშია მოსწავლეთა ქცევითი დაღვევები სკოლასა და სახლში . გაირკვა, რომ  ეს თანხვედრა არის 97%.
·         რა ინტენსივობით ეხმარებიან  დავალებების შესრულებასა და სასწავლო ნივთების  მოწესრიგებაში. დავადგინეთ, რომ  ეს მონაცემები მკვეთრად განსხვავდება მოსწავლეთა  გამოკითხვის შედეგებისაგან. 30 %-  ზომიერად ერევა,  60 % ჩარევის ხარისხი დაბალია, ხოლო  10 % - ზედმეტად ერევა.
         კვლევის მეთოდი, დაკვირვება, მოვახდინე  საგაკვეთილო პროცესის დროს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებზე.

          მიღებული შედეგების მონაცემები შემდეგია : ჩემს მიერ კვლევის პროცესში ჩართული დაკვირვების მეთოდით ,ფოკუსირებული დაკვირვების მეთოდი და შერჩევითი დაკვირვების მეთოდით დავადგინე რომ დარღვევები იკვეთება  შემდეგ ქცევებში:

·         გაკვეთილის გაცდენა/ დაგვიანება
·         სასწავლო ნივთების მოუწესრიგებლობა/ დარჩენა.
·         დავალებების მოუმზადებლობა.
·         გაკვეთილზე ქცევის წესების დარღვევა.
·         ბულინგის მცირე ელემენტების გაუცნობიერებელი გამოვლენა.
·         დიალოგის აუცილებლობის დროს მოსწავლის მხრიდან  უმეტესად დუმილის არჩევა.
·         მშობელთა  არაზომიერი  ჩარევა.
·         პედაგოგებსა და მშობლებს შორის ნაკლები თანამშრომლობა.
                                   

  

5.2.  კვლევის მიგნებები.

             მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება;

·         მოსწავლეები ნაკლებად აქვთ გაცნობიერებული გაცდენა- დაგვიანების შედეგი.
·         მოსწავლეები ნაკლებად ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს სასწავლო ნივთების მოწესრიგებაში, რადგან ხშირად ამ  მოვალეობას მშობლები უსრულებენ. იხსნიან პასუხისმგებლობაც, რაც ასევე აისახება საშინაო დავალებების  დამახსოვრება- შესრულებაზეც.
·         ხშირია ბულინგის მცირე ელემენტების   გაუცნობიერებელი გამოვლენა.
·           პედაგოგს უჭირს  ქცევის კონკრეტული დარღვევის მიზეზის დადგენა, რადგან მოსწავლე ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგისას ირჩევს დუმილს.

5.3.  შესაძლო ინტერვენციები

       კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის  შემდეგი ვარიანტები:

1.    დიდაქტიკური ანიმაციური ფილმების ჩვენება, რომლებშიც მათთვის გასაგებ ენაზე იქნება გამოკვეთილი პიროვნების ქცევები და მათთან ერთად დისკუსია, მათი შეფასებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რომელი საქციელია ,, კარგი „ და რომელი ,, ცუდი“.

2.    კლასში კომენტარების კედელის გაკეთება თვალსაჩინო ადგილზე, სადაც აღნიშნული იქნება მათი კარგი ქცევები.


3.    ქცევის წესების შემუშავების დროს  მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა, რაც განაპირობებს  მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდასაც. კერძოდ, პირველ რიგში მათი ინიციატივების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ ქცევის რა წესების დაცვაა საჭირო მასწავლებლისაგან,მათთან შეთანხმებულად  შედგენა და ხელის მოწერით დადასტურება. მხოლოდ ამის შემდეგ შედგენა მოსწავლეების წესების  და თითოეული მათგანის მიერ ხელის მოწერით დადასტურება. (  შესაბამისი განმარტებებით, თუ რას ნიშნავს ხელის მოწერა).

4.     სიმბოლური განმტკიცების სისტემის გამოყენება. კერძოდ, ჟეტონების სისტემა.  მოსწავლეები კარგი ქცევისათვის მიიღებენ სიმბოლურ ნიშანს- ჟეტონს, ხოლო არასასურველი ქცევის სემთხვევაში- დაკარგავენ მას. წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონების შედგენის შემდეგ მოსწავლეები მათ სასურველ ჯილდოში გაცვლიან.


5.     გამომწვევი სტიმულების ანალიზიდან გამომდინარე ცუდი ქცევის უგულებელყოფა.

6.    კონტრაქტი( შეთანხმება) მოსწავლეებთან, რომელშიც აღწერილი იქნება თუ რა უნდა გააკეთოს  თითოეულმა მოსწავლემ  პრივილეგიების მისაღებად. ბავშვებთან ერთად მიზნების განსაზღვრას, თავისთავად ექნება საგანმანათლებლო მნიშვნელობაც, რადგან მოსწავლეები მიეჩვევიან მიზნების დასახვას და შეთანხმების პირობების შესრულებას.


7.     სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან მხოლოდ კონკრეტული კლასის მშობლები და მასწავლებელი,რომლის დახმარებითაც მოხდება  ინფორმაციის  მუდმივი გაცვლა მშობელსა და მასწავლებელს შორის. როგორც პოზიტიური, ასევე პრობლემური ქცევის  შესახებ ,, სენდვიჩის“ სტრატეგიის გამოყენებით. ასევე განთავსდება სასწავლო პროგრამა და დამხმარე მასალა მშობლებისათვის. ეს ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

5.4.  განხორციელებული ცვლილებები.

        შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:

1.    მოსწავლებს ვაყურებინე ანიმაციური ფილმები და მოვაწყვეთ დისკუსია 

           დისკუსიამ   თემაზე    ,,რატომ უნდა მოვიქცეთ კარგად?  საინტერესოდ ჩაიარა . მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ აუცილებელია  ,, კარგი“ ქცევა.

2. გავაკეთეთ კომენტარების კედელი თვალსაჩინო ადგილზე.
 ამან განსაკუთრებული ხალისი და აღფრთოვანება გამოიწვია  და  ვფიქრობ,  ეს  უფრო მოტივირებულს  გახდნენ მოსწავლეებს.

3 .   მოსწავლეებთან ერთად შევადგინე წესები და მოვაწერეთ ხელი.
  ხელმოწერის და მოსწავლეებისთვის ამის მნიშვნელობის ახსნის შემდეგ მოსწავლეები გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, რადგან იგრძნეს, რომ ამ წესების შედგენის თანამონაწილენი თვითონაც არიან და დარღვევაზე პასუხისმგებლობაც უკეთესად გაიაზრეს.

4. შევიმუშავე სიმბოლური განმტკიცების სისტემა.
 მოსწავლეებთან ერთად დავამზადე  ჟეტონები და განვსაზღვრეთ თუ რამდენი ჟეტონია საჭირო კონკრეტული ჯილდოს მოსაპოვებლად.

5. გავაფორმე  ,, კონტრაქტი“ მოსწავლეებთან.
  განვსაზღვრეთ, თუ რა უნდა გააკეთოს  თითოეულმა მოსწავლემ  პრივილეგიების მისაღებად. მოსწავლეები მიეჩვივნენ მიზნების დასახვას და შეთანხმების პირობების შესრულებას.

6.  შევქმენი სოციალურ ქსელში დახურული ჯგუფი.
მასში  გავწევრიანდით მეორე კლასის მასწავლებლები და მშობლები. განვათავსე პროგრამა და ინფორმაცია. ჯგუფში დავამატე მეორე კლასის მშობლები და მასწავლებლები, რომლის დახმარებითაც ხდებოდა ინფორმაციის  მუდმივი გაცვლა მშობელსა და მასწავლებლებს შორის. როგორც პოზიტიური, ასევე პრობლემური ქცევის  შესახებ ,, სენდვიჩის“ სტრატეგიის გამოყენებით. ასევე განვათავსე  პროგრამა და დამხმარე მასალა, რამაც ხელი შეუწყო  პასუხისმგებლობის გადანაწილებას.


                  





                      ნტერვენციის შეფასება

6.1. რეკომენდაციები

       რეკომენდაციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

1.ქცევის წესების დაცვისას ვიყოთ თანმიმდევრული და სამართლიანი.

 2.პირველ რიგში, მე, როგორც პედაგოგმა, გავითვალისწინო და დავიცვა წესები,  შევახსენო მოსწავლეებს , თუ რამდენად ვახერხებ ამას, რადგან მივცე  პირადი მაგალითი.

3.გავზაროთ  თანამშრომლობის ხარისხი მშობლებსა და პედაგოგებს შორის.

 4. პედაგოგების  პარალელურად მშობლებმაც იმუშაონ   შვილებთან  დადებითი ქცევების განმტკიცების კუთხით .

 6.მე როგორც პედაგოგმა მოვახდინო საკუთარი მუშაობის მონიტორინგი.

6.2. ინტერვენციის შეფასება

შეფასების მიზანს წარმოადგენს, გამეგო:

·         რამდენად ეფექტური გამოდგა ჩემს მიერ მოსწვლეებთან დანერგილი დადებითი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები.
·         გაერკვნენ თუ არა მოსწავლეები ,, კარგი“ და  ,, ცუდი“ ქცევის მნიშვნელობაში, იყენებენ თუ არა მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
·         დაგვეხმარა თუ არა სოციალური ქსელი პრობლემის გადაჭრაში.
·         დაემარა თუ არა მოსწავლეებს  ნანახი ვიდეო რესურსები  ქცევის გააზრებაში.
·         დაეხმარა თუ არა მშობლებს  პედაგოგთან თანამშრომლობა შვილებთან სწორად და ეფექტურად მუშაობაში.

   ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის შესაფასებლად დავგეგმეთ  ექსკურსიები, ლაშქრობები,  ვიზიტი  ბიბლიოთეკასა და მუზეუმში მშობლებთან თანამშრომლობით. მოვახდინეთ  გაწეული მუშაობის მონიტორინგი  ფოკუსირებული დაკვირვებით, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ  მოსწავლეებში დადებითი ქცევის განსამტკიცებლად გამოყენებული სტრატეგიები ეფექტურია.
  




                               






















                                    დასკვნა


    პრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა , რომ დაწყებითი  კლასის მოსწავლების არასასურველი ქცევა არის სწავლა- სწავლების პროცესის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი.

    აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი და სასარგებლო იყო:

1.    მოსწავლეებში ხელი შეუწყო სოციალური უნარების განვითარებას, მისაღები და მიუღებელი ქცევების გამიჯვნას და სწავლა- სწავლების ხარისხის ამაღლებას.

2.    ხელი შეუწყო მშობელთა ჩართულობოს ხარისხის გაზრდას სასკოლო  ცხოვრებაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეთა წარმატებისთვის.


3.    პედაგოგებს გაუმარტივა პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და ხელი შეუწყოეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.

       P. S. პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ დაწყებითების კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.














                                     გამოყენებული ლიტერატურა

1. http://mastsavlebeli.ge/?p=2395
2.http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=16828
3.http:// mastsavlebeli.ge//p=2384
4.http://education.ge/index.php?do=definition/view&id=2067
5.განვითარებისა და სწავლების თეორიები. მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელო.
6.მალაზონია, შ. ,, პედაგოგიკა“.გვ 22-24.
7.ხუხუა, გულნაზ ,, პიროვნების ფორმირება მოსწავლეებში“.
8.ხეჩუაშვილი, ლ. 2015. ,, პიროვნება.შესავალი პიროვნების ფსიქოლოგიაში“, ნაწილი 1. თსუ. თბილისი.
9.Mishel W.&Shoda (1995), A categorie-effective system theory of personality.
10.G-pried. “აქტივობების კრებული მშობლებისათვის“.



                        
                  

  















                             დანართები

                            დანართი 1

ანკეტა  დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლებისათვის .
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე    მოსწავლეთა  ქცევების გასაუბჯობესებლად. თქვენი , როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის.
1 . როგორ ფიქრობთ არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური დაწყებით საფეხურზე  ქცევის  ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემი კვლევა ?
       ა)  დიახ   აქტუალურია           ბ ) არაა  მნიშვნელოვანი              გ ) არ მიფიქრია
2 . დაწყებითი საფეხურზე   რომელი ტიპის   ქცევითი დარღვევებია უფრო თვალშისაცემი ?
           2.1.   ----------------
            2.2.-----------------
            2.3.----------------
             2.4.----------------

       
3. რას მიიჩნევთ   დაწყებით საფეხურზე ქცევასთან დაკავშირებული პრობლემის   მიზეზებად?.
ა) -----------------------------------------------------------------
ბ)------------------------------------------------------------------
გ)-----------------------------------------------------------------
დ)-----------------------------------------------------------------
4 .  რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზე ქცევასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის  გზად?
ა)---------------------------------------------------------------
ბ)---------------------------------------------------------------
გ)--------------------------------------------------------------
დ) ------------------------------------------------------------
                                                                                                                                 გმადლობთ















                                            დანართი 2                                                    
                                                  ანკეტა
                           მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი
1.ვიცნობ ქცევის წესებს ?
ა)  არა                                     ბ) დიახ          გ) ნაწილობრივ
2.ვასრულებ თუ არა მათ  ?
ა)  ყოველდღე      ბ) იშვიათად              გ ) არ ვასრულებ                                   
3 . იღებ თუ არა შენიშვნებს უფროსებისგან?
    ა) ხშირად              ბ ) იშვიათად                        გ ) არასოდეს
4 .ითვალისწინებ თუ არა მიღებულ შენიშვნებს?
  ა)   დიახ                 ბ)   არა             გ)  ნაწილობრივ

                                      




                                        





                                            ანკეტა
                             მოსწავლის გამოკითხის კითხვარი
1 . გაქვს თუ არა მოწესრიგებული სასწავლო ნივთები?
                ა) დიახ             ბ) არა              გ) ნაწილობრივ
2.  ვინ ალაგებს ჩანთას ?
               ა) დედა           ბ) მამა                   გ) მე
3 .ვახერხებ დავალებების  სწორად  ჩანიშვნას სკოლაში?
               ა)   ყოველთვის         ბ) ზოგჯერ         გ) არასოდეს
1.    შეგიძლია დამოუკიდებლად დავალებების მომზადება?
        ა)  შემიძლია            ბ) არ შემიძლია               გ) მცირე დახმარებით
5  ვინ გეხმარება დავალების შესრულების დროს?
ა )  ვუკავშირდები მასწავლებელს
ბ ) მეხმარება ოჯახის წევრები
გ) არ ვასრულებ








                                       დანართი  3

ანკეტა -დაწყებითი საფეხურის მშობლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე   პრობლემების  ის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების  გადასაჭრელად. თქვენი , როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია .არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1 . სამსახურიდან დაბრუნებული ვუთმობ თუ არა შვილს დროს?
ა) ყოველდღე
ბ) ძალიან იშვიათად.
დ) პრაქტიკულად ვერ ვახერხებ .
2 . ეხმარებით საშინაო დავალების შესრულებაში?
  ა) დიახ          ბ) არა           გ) ნაწილობრივ
3 . იყენებ თუ არა წახალისების ფორმებს მოტივაციის ამაღლების მიზნით?
    ა) ყოველთვის        ბ) იშვიათად       გ) არასოდეს
4.ვუსრულებ დაპირებებს?
ა) ყოველთვის       ბ) იშვიათად        გ) არასოდეს

5 .  საუბრობთ თუ არა მასთან ქცევის  მისაღებ და მიუღებელ ფორმებზე?
ა) დიახ              ბ)  არა        გ) ნაწილობრივ
6 .რას ამჩნევთ, ითვალისწინებთ თუ არა თქვენს მითითებებს ქცევებთან დაკავშირებით?
              ა) დიახ                            ბ) არა                          გ )იშვიათად

                                                                                                                   


























არის თუ არა აქტუალური დაწყებით საფეხურზე ქცევის ფორმირებასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა?













       
























იღებს შენიშვნებს უფროსებისგან









   


    ითვალისწინებს შენიშვნებს










         ქ. ცაგერის  საჯარო სკოლის ინგლისური ენის  პედაგოგი                                           მანანა მანაგაძე.
                                                
                                                                                                                      2017 წელი.